Sunday, May 26, 2013



სასკოლო პროექტი: „რა, სად, როდის ?“

პროექტის მიზანი:
* სკოლის მოსწავლეთა ინტელექტუალური დონის ამაღლება
პროექტის ამოცანები:
·        მოსწავლეებში წიგნიერებისა და ცოდნის წახალისება
·        მოსწავლეების მოტივირება და ნიჭიერთა წარმოჩენა
·        სკოლის მოსწავლეების ერთმანეთთან  დაახლოვება
·        ინტელექტუალური განვითარების პროპაგანდა და მოსწავლეების თვითრეალიზაციის ხელის შეწყობა.
პირველ ეტაპზე  ვიქტორინას ჩავატარებთ მე-10, მე-11 და მე12 კლასელებს შორის.
კითხვის დასმის შემდეგ მოსწავლეებს ეძლევათ დრო, 1 წთ, რათა დააფიქსირონ  პასუხები. კითხვა ჩნდება ასევე მონიტორზეც და მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ კითხვა არა მარტო მოისმინონ. არამედ ნახონ კიდეც. დაფა დაყოფილია იმდენ ნაწილად , რამდენი გუნდიცაა. ყველა გიუნდის პასუხი ფიქსირდება დაფაზე „+“ ან „- „ ნიშნით. ჯგუფები პასუხებს წერენ ფურცლებზე, რომლებიც დაურიგდათ კონვერტებით. კონვერტებზე დაფიქსირებული იქნება გუნდების შემადგენლობა.
გაცემული სწორი პასუხების მიხედვით გამარჟვებული იქნება გუნდი, რომელმაც ყველაზე მეტი სწორი პასუხი დააგროვა.მომზადებული მაქვს ასევე შეკითხვები ლიდერებისთვის, თითოეულს 10 კითხვა. წარმატებულია ლიდერი, რომელიც ყველაზე მეტ სწორ პასუხს გასცემს.
 წარმატებული  გუნდებიდან და ლიდერებიდან შეირჩევა ექვსი მოსწავლე , რომელიც სკოლას წარადგენს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ჩემპიონატში ინტელექტუალურ თამაშში  „რა, სად, როდის“
აპრილის თვეში შეჯიბრს ჩავატარებთ ასევე მე-7, მე-8 კლასებში


ანგარიში  ღონისძიებისა „რა, სად, როდის“
რომელიც ხორციელდება გორისN6 საჯარო სკოლაში
Xa ;   Xb ;   XIa ;   XIb ;   XIIa კლასებს შორის.
ღონიძიების   ხელმძღვანელები:
 სკოლის დირექტორი : ლ.ქაფიანიძე
სკოლის მასწავლებელი: თ. მართაშვილი
ღონისძიების თარიღი:   29.03.2013
პროექტის მიზანი:  სკოლის მოსწავლეთა ინტელექტუალური დონის ამაღლება
პროექტის ამოცანები:

 მოსწავლეთა წიგნიერების და ცოდნის წახალისება
მოსწავლეთა მოტივირება და ნიჭიერთა წარმოჩენა
სკოლის მოსწავლეების ერთმანეთთან დაახლოვება
ინტელექტუალური განვითარების პროპაგანდა და მოსწავლეების თვითრეალიზაციის ხელის შეწყობა.
     ღონისძიებაში მონაწილეობდნენ  საშუალო საფეხურის  მოსწავლეები. ხუთი კლასის წარმომადგენლები. ყოველი კლასი წარმოადგენდა ცალკეულ ჯგუფს.
ღონისძიებას უძღვებოდა თ. მართაშვილი.  ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ: სკოლის დირექტორი ლ.ქაფიანიძე, სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე  ი. გიგიაძე

ჯგუფებს დაურიგდათ კონვერტები სუფთა  ფურცლიებთ .კონვერტებზე ჯგუფებმა დაწერეს ჯგუფის წევრების  გვარები.ყოველ გუნდს ჰყავდა ერთი მეთვალყურე, რომელისც აცხადებდა  ჯგუფის პასუხებს.
ღონისძიებია მსვლელობა : წამყვანი წითხულობდა კიოთხვას. ეს კითხვა ჩნდებოდა მონიტორზეც , გუნდები ერთი წუთის განმავლობაში პასუხს წერდნენ ფურცელზე და გადასცემდნენ მეთვალყურეს, რომელიც წამყვანის მინიშნების შემდეგ აცხადებდა ჯგუფის პასუხს.მას შემდეგ, რაც ყველა მეთვალყურე გამოაცხადებდა შესაბამისი ჯგუფის პასუხს, წამყვანი აცხადებდა სწორ ვერსიას ჯგუფების მიერ გაცემული პასუხების სისწორე ფიქსირდებოდა დაფაზე.
ჯგუფებმა უპასუხეს 24 შეკითხვას. ამის შემდეგ დაიწყო ლიდერების კონკურსი.ყოველ ლიდერს უნდა პასუხი გაეცა ათ კითხვაზე. განსაკუთრებით  კარგად უპასუხეს კითხვებს შებგელიამ, კოდოშვილმა, ბალიაშვილმა.
ჟიურიმ  მიღებული შედეგების და ჯგუფის წევრების აზრის გათვალისწინებით შეარჩია საქალაქო ღონისძიებაზე  გასაგზავნი მოსწავლეები.
მოსწავლეებმა  აღნიშნეს, რომ ღონისძიება საკმაოდ საინტერესო იყო, მათ ბევრი რამ გაიგეს ახალი , მოსინჯეს საკუთარი ძალები , დარწმუნდნენ საკუთარ და სხვების შესაძლებლობებში, ახლა უკვე იციან , თუ რა უნდა გააკეთონ, როგორ უნდა იმუშაონ,  რომ უკეთესად  წარსდგნენ  კვლავ ასეთ ღონისძიებებზე.